შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მინი-ფეხბურთის ტურნირი იწყება

17 ოქტომბერი, 2018 • ნიუპრესი • 27

ქუთაისში მინი-ფეხბურთის  ტურნირი იწყება

შეჯიბრებები 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში 13 გუნდი ჩაერთვება.

ტურნირი მინი-ფეხბურთში ქუთაისის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის გაიმართება.

ქუთაისის მერიის სპორტული ააიპის ინფორმაციით, ტურნირი 17 ოქტომბერს სპორტის სასახლეში 18:00 სთ-ზე გაიხსნება.

პირველ დღეს ერთმანეთს გამარჯვების და ძელქვიანის, სულხან-საბასა და ავტოქარხნის, უქიმერიონისა და მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები დაუპირისპირდებიან.

შეჯიბრებები 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში ქუთაისის 12 ადმინისტრაციული ერთეულის 13 გუნდი ჩაერთვება.

ტურნირი ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ყოველწლიურად ეწყობა.

თეგები: სპორტიფეხბურთი