სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ისლამური სახელმწიფოს” ვილაიეთი კავკასიაში

25 ივნისი, 2015 • ნიუპრესი • 1

“ისლამური სახელმწიფოს”  ვილაიეთი კავკასიაში

ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სააგენტო “ფრანს-პრესი” დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალ-ადნანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
“ვულოცავთ “ისლამური სახელმწიფოს” ჯარისკაცებს კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცის დადებას. ის იღებს თქვენ ფიცს და აბუ მუჰამად ალ-ქადარს ნიშნავს კავკასიის მმართველად”, – ამბობს ალ-ადანი ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, “ომის შესწავლის ინსტიტუტი” აზუსტებს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ახალი ვილაიეთის დაარსება ჩრდილო კავკასიის, რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა”, – წერს “დოიჩე ველე”.

თეგები: ვილაიეთიისლამურისახელმწიფოტერორიზმიუცხოეთი