ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ

29 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 1

ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. მათ ანგარიშზე 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. მათი წარმატებით საქართველოს დელეგაციამ საერთო გუნდურ ჩათვლაში 21-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ევროპულ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური პირველობის ფინალში იჭიდავა და მეორე ადგილზე გავიდა. ქართველი ძიუდოისტებიდან ავთანდილ ჭრიკიშვილი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. საქართველოს ძუდოისტთა ნაკრები მცირე ხნით შეისვენებს. ივლისის შუა რიცხვებში გუნდი შეიკრიბება და წლის უმთავრესი შეჯიბრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონასტისთვის დაიწყებს მომზადებას.

მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 24-30 აგვისტოს გაიმართება.

თეგები: ბაქომსოფლიო ჩემპიონატისპორტიძიუდო