ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში სიმის ტყუპები დაიბადნენ. გოგონები ერთმანეთთან ღვიძლის ნაწილით არიან დაკავშირებული და დამოუკიდებლად ცხოვრებას ოპერაციის გარეშე ვერ შეძლებენ. თებროლე და თამარ ვაშაყმაძეებს დროულად სჭირდებათ დახმარება. იმისათვის რომ სრულფასოვნად განვითარდნენ, გოგონები ერთმანეთს უნდა დააშორონ. საქართველოში ოპერაციის ჩატარება შესაძლოა გაჭიანურდეს, რადგან აქ მსგავსი ტიპის ოპერაცია არასოდეს გაკეთებულა, უცხოეთში სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო თანხები კი ტყუპის ოჯახს არა აქვს. პატარები ქუთაისში ცხოვრობენ. მათ ათი წლის და ჰყავთ, რომელიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. თუ ტყუპებს ოპერაცია დროულად არ ჩაუტარდებათ, დაიწყება გართულებები, რაც დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს შეუქმნით.
საქართველოში პირველი სიამის ტყუპები ქუთაისში ცხოვრობენ
29 ივნისი, 2015 • ნიუპრესი • 1
თეგები: ოპერაცია • საინტერესო ამბები • ტყუპები • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები