სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„საქართველოს რკინიგზა“ ვეტერანებს მგზავრობის საფასურს გაუნახევრებს [R]

24 ნოემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

„საქართველოს რკინიგზა“ ვეტერანებს მგზავრობის საფასურს გაუნახევრებს [R]

საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, მომავალი წლიდან 50%-იანი შეღავათით კიდევ 70 000-მდე მოქალაქე ისარგებლებს.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულების ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს; ასევე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივას, ვეტერანებს დღეს, 14:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე, „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები გააცნობენ“, – აცხადებენ სს „საქართველოს რკინიგზაში“.

მათივე ინფორმაციით, პრემიერის ინიციატივას მთავრობა უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭო შესაბამის დადგენილებას 2018 წლის ბოლომდე გამოსცემს.

თეგები: რეკლამა