სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებას აკეთებს: “ინტერნეტპროვაიდერის შეცვლასთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზაში“ ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 14/12/2018-ში 00:00 საათიდან 15/12/2018 06:00 საათამდე მიუწვდომელი იქნება შემდეგი გარე სერვისები: სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:00 საათამდე. კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე. ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე. რკინიგზის კორპორატიული ვებგვერდი – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 04:00 საათამდე. რკინიგზის კორპორატიული ელექტრონული ფოსტიდან წერილების გაგზავნა და მიღება კორპორატიული ქსელის გარეთ – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 04:30 საათამდე”, -ნათქვამია განცხადებაში.
სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადება [R]
14 დეკემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1
თეგები: რეკლამა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები