|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2 მაისს რამდენიმე არამასშტაბური სახის ღონისძიება იგეგმება - დავით ერემეიშვილი

2 მაისს იგეგმება რამდენიმე არამასშტაბური სახის ღონისძიება- აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი  გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

"ძვირფასო თანაქალაქელებო! 2 მაისს "გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია წელს სამწუხაროდ, დაირღვევა. ამ დღისთვის ქუთაისი მთელი წლის მანძილზე განსაკუთრებულად ემზადებოდა. იგეგმებოდა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები, თუმცა პანდემიის და ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ვერ ჩატარდება. მიუხედავად ამისა, იგეგმება რამდენიმე არამასშტაბური სახის ღონისძიება. დარჩით სახლში, რათა მომავალ წელს ერთმანეთის თანადგომით და მხარდაჭერით კვლავ მასშტაბურად აღვნიშნოთ "გვირილობა"" -ნათქვამია მერის განცხადებაში.

წელს ღონისძიებებისათვის 100 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. თუ რა მიმართულებით გადანაწილდება თანხა,  ჯერჯერობით უცნობია. საკითხის განხილვა და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, სავარაუდოდ,   საკრებულოს  უახლოეს სხდომაზე მოხდება. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა