რკინიგზას დაემატება ახალი რეისები, მათ შორის თბილისი-ქუთაისის მიმართულება - მინისტრის მოადგილე
რკინიგზას დაემატება ახალი რეისები, მათ შორის თბილისი-ქუთაისი და თბილისი-ახალციხის მიმართულება ახალ შემადგენლობებთან ერთად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმები და ტრანსფორმაცია მომდევნო ორ წელიწადში სრულად შეცვლის საქართველოს რკინიგზას, აქცევს მას სწრაფ, ეფექტიან და კონკურენტუნარიან სისტემად, რომელიც მზად იქნება გაზრდილი ტვირთნაკადების მისაღებად.
„ზაფხულის პერიოდში, დაახლოებით აგვისტოდან შევძლებთ, რომ თბილისი-ბათუმის რეისზე, 5,5 საათის ნაცვლად, ოთხ საათში შევძლოთ ბათუმში ჩასვლას“, - განაცხადა იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, რაც შეეხება სატვირთო მიმართულებას, მიმდინარეობს რკინიგზის ტრანსფორმაცია.
„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ხდება მსგავსი ინვესტიციის განხორციელება საქართველოს რკინიგზაში, რაც თავისთავად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი შუა დერეფანში“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ავტორი:


16:48
17:26
21:51
11:34
















