|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2 მაისს ქუთაისის ტაძრებში ზარების საზეიმო რეკვა გაიმართება

2 მაისს ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის ტაძრებში ზარების საზეიმო რეკვა გაიმართება, ტაძრებში კი ერის კეთილდღეობისა და  მშვიდობისათვის პარაკლის გადაიხდიან ამის შესახებ ქუთათელ გაენმატელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე თავის მიმართვაში აცხადებს. 
 
 "ქუთაისელებს აქვთ 2 მაისს ტრადიციული დღესასწაული "ქუთაისობა", რომელიც ათეული წლებია, აღინიშნება. ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, დაავადებულებს და უმაგრებდნენ გვირილას მკერდზე იმ ადამიანებს, ვინც დაავადებულებისთვის საერთო კალათაში სიმბოლურ თანხას დებდა და ამიტომ ქვია "გვირილობა". 
 
ეკლესია არ რჩება განზე ამ ერთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ გამოვხატავთ დღის  ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარების რეკვით. ბაგრატის ტაძარში სასულიერო პირები გადავიხდით პარაკლისს ერის კეთილდღეობისა და მისი წარმატებისათვის, მშვიდობისათვის, ჩვენი ერთობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ"- აცხადებს მეუფე იოანე გამრეკელი.
 ის მოქალაქეებს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს,  რომ მათ ნაცვლად სასულიერო პირები ილოცებენ.
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა