2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე 31 ადამიანი დააკავეს
2 თებერვალს, თბილისის გასასვლელთან საპროტესტო აქციის დროს ჯამში 31 პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაკავებულთა ნაწილი უკვე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, გუშინ პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა დაკავებულთა ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა




17:58
13:53
15:05
10:01
















