|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის უნივერსიტეტებში რეფორმის საკითხებზე განათლების მინისტრმა შეხვედრები გამართა

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. მანამდე ის უთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) იმყოფებოდა. 
მინისტრმა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად რეფორმის განხორციელების ეტაპები და მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
გივი მიქანაძემ რეფორმის ფარგლებში რეგიონული უნივერსიტეტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბების საქმეში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
 შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 
 

ავტორი: