20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება
20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება, - გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ მიიღო.
პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში.
„კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ნიუპრესი