|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება - გიორგი გახარია ჟურნალისტებს

დიახ, ვიქნები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, იქნება თუ არა “გავრილოვის ღამიდან“ ერთი წლის თავზე პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე. მისი თქმით, სადაც უნდა იყოს, „მის გასაკეთებელს გააკეთებს“.

„დიახ, ვიქნები. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული. მე მინდა, თქვენ მადლობა გითხრათ, იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს კითხვა დასმული. საბოლოო ჯამში კონცეპტუალურად, არანაირი აზრი არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, რეალურად მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი, თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ. უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ ვამბობ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება. არჩევნები ხო შემოდგომაზეა? მერე ერთხელ ხომ გითხარით, შემოდგომაზე დავითვლით მეთქი და შემდგომაზე დავითვლით”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ქუთაისში იმყოფება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა