|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

20-მდე აბიტურიენტი კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გავიდა

20-მდე აბიტურიენტი კოვიდინფექციის გამო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვერ გავიდა, თუმცა, ისინი გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ, - ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  წელს აბიტურიენტებს პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში მოუწევთ.

„ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია პირველ სესიაზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვისაც კოვიდინფექცია დაუფიქსირდა და ისინი ცალკე სესიაზე იქნებიან დაბარებული.

რაც შეეხება რეგულაციებს, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს აბიტურიენტებს მოუწევთ პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. გარდა ამისა, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს გვაქვს ორი სესია - დილის და შუადღის სესია.

აბიტურიენტები შემობრძანდებიან, გაივლიან თერმოსკრინინგს და დეზობარიერს, დაიმუშავებენ ხელებს და ამის შემდეგ განთავსდებიან სექტორებში, სადაც არაუმეტეს 10 აბიტურიენტია.

მერხები დისტანციით არის განლაგებული და თითოეული მერხის წინ განთავსებულია ფარი“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 

ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, მათ შორის 3 ცენტრი ქუთაისშია, გამოცდებს წელს 39 ათასამდე აბიტურიენტი აბარებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა