|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

20 ოქტომბრიდან ქუთაისის რამდენიმე ქუჩაზე ავტოსაგზაო მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით,  20 ოქტომბრიდან, ნინოშვილისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან გუგუნავას ქუჩის კვეთამდე ავტოსაგზაო მოძრაობა შეიზღუდება. 

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე დაგეგმილია ქ.ქუთაისის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ე.ნინოშვილის და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან გუგუნავას ქუჩის კვეთამდე.

 
 სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან, სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ე.ნინოშვილის და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან გუგუნავას ქუჩის კვეთამდე", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა