წლის დასასრულს, ტრადიციულად, ყველა შესრულებულ სამუშაოებს აჯამებს. განვლილი წელი მეტ-ნაკლებად საინტერესო მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა, რომელთა მიხედვით, “ნიუპრესმა” 2018 წელს დააწესა სახალისო ნომინაციები და გამარჯვებულებიც გამოავლინა.
წლის წარმატება–ქუთაისის საკალათბურთო გუნდის გამარჯვება
წლის ფრაზა–გიორგი ჭიღვარიას განმარტება პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით
წლის ტრადიცია – რეორგანიზაცია ქუთაისის მერიაში
წლის ნახატი –გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი
წლის გაცილება – პარლამენტის გადატანა თბილისში
წლის აქცია- პერფორმანსი–მთავრობის გასვენება პარლამენტიდან
წლის უხერხულობა-იაკობ და ნიკო ნიკოლაძეების არევა
წლის შეცდომა-ტერენტი გრანელისთვის საავტორო უფლებების ჩამორთმევა
წლის ხმაურიანი პროექტი –თეთრი ხიდის დაუსრულებელი რეაბილიტაცია
წლის ბრძოლა წესების გარეშე–საკრებულოს დეპუტატების თავდასხმა ოპონენტზე
წლის დაბრუნება–ძველი გვარდია
წლის ფოკუსი –სალომე ზურაბიშვილის ბანერზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახვა
წლის პროექტი– კვლავ რჩება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობაც ყოველ წელს იწყება
წლის ასრულებული დაპირება– ქუთაისში სკეიტპარკის მოწყობა
წლის დაპირება–თანამედროვე სტანდარტების აუზი