შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს.
ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი – თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.
დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877
გასვლა
ჩასვლა
გამოსვლა
ჩამოსვლა
08:50
14:43
17:05
22:45
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807
გასვლა
ჩასვლა
გამოსვლა
ჩამოსვლა
10:30
15:30
17:10
22:05
„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ შობის დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!