ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“არ მაინტერესებს არც დადებითი და არც უარყოფითი შეფასებები”

14 ივლისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

“არ მაინტერესებს არც დადებითი და არც უარყოფითი შეფასებები”

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ახალგაზრდა პოეტია. ის ჯერ სტუდენტია. სწავლობს სამედიცინო უნივერსიტეტში. ნიკოლოზი “ნიუპრესის” სტუმარია.

– ნიკოლოზ, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობთ ახალგაზრდებში. თქვენს შესახებ ბევრი რამ იციან, მიუხედავად ამისა მაინც გაგვაცანი თავი.

– ერთი უბრალო ადამიანი ვარ, დავიბადე თბილისში, გავიზარდე სოფელ შინდისში, ვსწავლობ სამედიცინო უნივერსიტეტში, ვწერ ლექსებს, განსაკუთრებული არაფერი…

-როდის აღმოაჩინე შენში ლექსების წერის ნიჭი ?

– 17 წლის ასაკში დავიწყე სისტემატიურად წერა. ეს ნიჭი არ აღმომიჩენია. რამე რომ აღმოაჩინო, უნდა ეძებდე. მე კი ბავშვობიდან ვწერდი, იშვიათად, მაგრამ მაინც.

– შენი ლექსების უმრავლესობა სიყვარულს ეძღვნება, ეს რაიმე კონკრეტულ ურთიერთობას უკავშირდება ?

– არა, უბრალოდ, რაც მეწერება, იმას ვწერ და აქედან გამომდინარე, არის ჩემს ლექსებშიც ეს თემატიკაც ალბათ, თუმცა მე არ ვთვლი, რომ მაინც და მაინც სიყვარულს ეძღვნება ჩემი ლექსები.

– პოეზიის გარდა რა გიტაცებს?

– ფეხბურთის ყურება და თამაში. საკმაო დროს ვუთმობ ორივეს.

– თუ მიგიღია ლიტერალურულ კონკურსებში მონაწილეობა?

– კი, “გალაკტიონობა 2014” და 2015- ში მივიღე მონაწილეობა.

– როგორ ფიქრობ, პოეზია რა როლს თამაშობს ჩვენს რეალობაში?

– ყველას თავისებურად ესმის, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა. ნებისმიერს შეუძლია საკუთარი თავი და საკუთარი სულის ნაწილი იპოვოს პოეზიაში.

– კრიტიკას როგორ იღებ?

– არ მაინტერესებს არც დადებითი და არც უარყოფითი შეფასებები.

– შენს კრებულზე რას გვეტყვი ?

– ჯერჯერობით კრებული არ მაქვს, თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებ გამოცემას.

– დაგვიტოვე შენი რომელიმე ლექსის ნაწყვეტი, რომელიც შენთვის ყველაზე ძვირფასია..

– „…და დედა ჩემი ღმერთივით ღმერთი“

თეგები: ახალგაზრდაინტერვიუნიკოლოზიპოეტი