"2015-2016 წლებში “პარკინგსერვისის“ ხარჯმა და დავალიანებამ 1 254 132 ლარი შეადგინა"
ქუთაისის მერიის მუნიციპალური შპს „პარკინგსერვისის“ საქმიანობაა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ანგარიშით, „პარკინგსერვისის“ მიერ 2015-2016 წლებში არსებულმა ხარჯმა და დავალიანებამ 1 254 132 ლარი შეადგინა.
როგორც ორგანიზაციის კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, 2014-2015 წლებში მერიის მიერ პარკირების ადგილებზე აუქციონი 600 000 ლარად 4-ჯერ გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, აუქციონით არავინ დაინტერესებულა, რის შემდეგაც მერიამ საკუთარი შპს დააფუძნდა და ის შეღავათიან პირობებში ჩააყენა, მას საიჯარო თანხა 200 000 ლარით ნაკლები დაუწესა.
ლელა მოწონელიძის ინფორმაციით, დაკლებული საიჯარო გადასახადით აუქციონი არ გამოაცხადა და შპს-ს 460 715 ლარის გადახდა დაავალა.
მისივე ინფორმაციით, შპს-ს 273 ადგილი გადაეცა და დაევალა ადგილების მოწყობა, ასევე ოფისი მოწყობა, რისთვისაც მერიამ „პარკინგსერვისს“ 300 000 ლარი გადაურიცხა, ამავდროულად არ დაავალა აღნიშნული თანხის დაბრუნება.
ლელა მოწონელიძის ინფორმაციით, ანგარიშით ჩანს, რომ „პარკინგსერვისმა“ 2016 წელს ბიუჯეტში დაკისრებული 463 415 ლარის ნაცვლად 266 762 ლარი შეიტანა, ამ თანხიდან 166 762 ლარი წარმოადგენად ჯარიმებით მიღებულ თანხას, რაც აღნიშნავს იმას, რომ შპს-ს მიუჯეტში მოსაკრებლით ნაკლები თანხა შეიტანა ვიდრე ეკისრებოდა.
მონაცემების მიხედვით, „პარკინგსერვისს“ გასულ წელს მერიაში დავალიანების სახით 363 415 ლარი ერიცხება. აღსანიშნავია ისიც, რომ მერიის ხელშეკრულებით და ინფორმაციით, მუნიციპალური შპს-ს მიერ ქმედითი ღონისძიებების გატარება იქნება არარენტაბელური, რაც შეიძლება ხელისშმეშლელი გარემოება იყოს შპს „პარკინგსერვის“ საქმიანობის განხორციელებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციისთვის უცნობია, აპირებს თუ არა თვითმმართველობა მისსავე საწარმოსგან მიიღოს დანაკლისი თანხა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მერია მისივე საწარმოს მიმართ კეთილ დამოკიდებულებაშია. ორგანიზაცია მოუწოდებს მერიას, დაავალოს „პარკინგსერვისს" დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
„პარკინგსერვისში“ „საერთაშორიოს გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბრალდებას უფასუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ მონაცემები 2016 წელს გამოითხოვა და დაგვიანებით გამოაქვეყნა.
„პარკინგსერვისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მირანდა წივწივაძის ინფორმაციით, შპს-მ 2016 წელს ბიუეჯეტში, გარდა ჯარიმებიდან შესული თანხისა, 100 000 ლარი შეიტანა. მისივე განცხადებით, „პარკინგსერვისმა“ საქმიანობა გასულ წელს დაიყო, რაც გარკვეულ სირთულეებთან და მოვალეობებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ვერ მოხერხდა სრულად ფუნქციონირება, თუმცა მირანდა წივწივაძის თქმით, „პარკინგსერვისი“ ადასტურებს არსებულ დავალიანებას და აცხადებს, რომ მომავალ წლებში კანონშესაბამისად, ეტაპობრივად მოხდება დაფარვა. მირანდა წივწივაძის თქმით, "პარკინგსერვისმა“ წინა წლებთან შედარებით ბიუჯეტში სამჯერ მეტი თანხა შეიტანა და მომავალში მონაცემები გაცილებით გაიზრდება.
შპს“პარკინგსერვისი“ 2015 წელს შეიქმნა, საქმიანობას კი 2016 წლიდან შეუდგა, მის მიერ ბიუჯეტში მცირე თანხის შეტანა აარერთხელ გახდა ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი