|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2015 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები

“Forbes”   მსოფლიო მასშტაბით 100 ყველაზე გავლენიან ქალთა სიას აქვეყნებს.                            

„Forbes“ ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალია და ის მსგავს გამოკითხვებს ყოველი წლის ბოლოს ატარებს. 
„The World's 100 Most Powerful Women“ იგივე- მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალი.
„ნიუპრესი“ გთავაზობთ გამოკითხვის პირველ ათეულს.

გამოკითხვაში უკვე, წლებია, პირველ  ათეულის უმრავლესობას პოლიტიკოსი ქალები წარმოადგენენ, წელსაც ათეულის 4 წარმომადგენელი  პოლიტიკოსია.
მსოფლიო მასშტაბით  წარმატებული ქალების ასაკი, როგორც აღმოჩნდა,  40-დან 70 წლამდე მერყეობს.

მე-10 ადგილს გამოკითხვაში ამერიკის პირველი ლედი  51 წლის მიშელ ობამა იკავებს.

მე-9 ადგილზე ტექნოლოგიის დარგიდან 47 წლის სუზან ვოჩიკი იკავებს.

მე-8 ადგილზე ასევე ტექნოლოგიის დარგიდან 46 წლის შეროლ სენდბერგია და ათეულის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გავიდა.

მე-7 ადგილზე ბრაზილიელი პოლიტიკოსი 68 წლის დილმა რუსეფსია.

მე-6 ადგილზე გავიდა 59 წლის ფრანგი ქრისტინ ლაგარდი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მე-5 ადგილზეა მერი ბარა, 53 წლის ამერიკელი ავტო ინდუსტრიის წარმომადგენელი.

მე-4 ადგილზე გავიდა ფინანსისტი 69 წლის ჯენეტ იელენი.

მე-3 ადგილსს იკავებს 51 წლის მელინდა გეითსი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მე-2 ადგილას ყველასთვის კარგად ნაცნობი, 68 წლის  ამერიკელი პოლიტიკოსი, ჰილარი კლინტონია.

2015 წლის გამოკითხვებით, ყველაზე გავლენიანი ქალი კი, 61 წლის გერმანელი პოლიტიკოსი, ანგელა მერკელი გახდა.  ის „ფორბსის“ გამოკითხვაში პირველ ადგილის მფლობელია.

ავტორი: მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა