2017 წლის იანვრიდან მასწავლებლის ხელფასი გაიზრდება
მომავალი წლის პირველივე თვიდან მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება 800 ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯეჯელავამ განმარტა, მასწავლებელების ხელფასების ზრდა, როგორც იყო დაპირებული, ზუსტად იმ მოცულობით იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში.
„მომავალი წლის დასაწყისშივე, პირველივე თვიდან იზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და საშუალო ხელფასი მიაღწევს 800 ლარს“, -განაცხადა ჯეჯელავამ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















