2017 წლის საუკეთესო ძალოსანს ლაშა ტალახაძეს პრიზი გადასცეს
2017 წლის საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოვების ცერემონიალი თბილისში რუსთაველის თეატრში გაიმართა.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად 2017 წლის საუკეთესო მამაკაცი ძალოსანი ოლიმპიური, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა.
წლის საუკეთესოს პრიზი ლაშა ტალახაძეს ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა გადასცა.
ქალებში კი 2017 წლის საუკეთესოს ტიტული მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანელმა ლიდია ვალენტინიმ მოიპოვა.
საზეიმო ცერემონიალს უცხოელ სტუმრებთან ერთად საქართველოს პრემიერ მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, თბილისის მერი, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
მსოფლიოს წლის საუკეთესოს დაჯილდოვების ცერემონიალი საქართველოში პირველად ჩატარდა. აქამდე სპორტის არცერთ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციას, წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია ჩვენს ქვეყანაში არ ჩაუტარებია.
ავტორი: ნიუპრესი