დავით მხეცაძე „მომავლის თასის” გამარჯვებულია
ბანგკოკში (ტაილანდი) დამთავრდა 19-წლამდელ მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირი - „მომავლის თასი” (WORLD BOXING FUTURES CUP) 78 ქვეყნის 450 წარმომადგენლის მონაწილეობით.
80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედმა ვიცე ჩემპიონმა დავით მხეცაძემ 15 მარტს ფინალში ტიმურ ტაიბეკოვს (ყაზახეთი) მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
მანამდე კი მან ხუჯამუმინჯონ ხოლოვსა (ტაჯიკეთი) და უორენ ჩოფოს (საფრანგეთი) ძლია და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
წყარო: lelo.ge
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა





16:26
14:17
17:28
17:19
















