2020-2022 წლებში ევროკავშირმა საქართველოს მთავრობა 1,2 მილიარდით დააფინანსა
2020-2022 წლებში ევროკავშირმა საქართველოს მთავრობა 1,2 მილიარდ ლარზე მეტი თანხით დააფინანსა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს, რითაც
მედია პროექტი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" ინიცირებულ კანონპროეტს "უცხოეთის გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" ეხმიანება.
"ახალი კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტი არის ყველა ის ა(ა)იპ და მედიასაშულება, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული.
თავად მთავრობა წლებია, ევროკავშირიდან გრანტებს იღებს და მხოლოდ ბოლო 3 წელიწადში თანხამ ჯამურად ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ევროკავშირიდან მიღებული გრანტებით ფინანსდება ქვეყნისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე პროექტები.
რუსეთიდან გადმოღებული ახალი კანონპროექტი ორგანიზაციებს ავალდებულებს, დეკლარაციები ყოველწლიურად შეავსონ.
ამის პარალელურად კი, რუსული კანონის ინიციატორი პარტიის, “ხალხის ძალის” წევრები დეკლარაციებს უკვე წლებია არაკეთილსინდისიერად ავსებენ", - აცხადებს "ფლანგვის დეტექტორი".
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა