2022 წლის აგვისტოში, საქართველოში უცხოეთის 844 262 მოქალაქე შემოვიდა
2022 წლის აგვისტოში საქართველოს საზღვრის კვეთა (შემოსვლა, გასვლა), სასაზღვრო პუნქტების მიხედვით, 2 276 302-ჯერ განხორციელდა. აქედან 23% საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლა იყო, ხოლო 77% - უცხოეთის მოქალაქეების, - ამის შესახებ შსს-მ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფიქსირდება. კერძოდ, შემოსვლა - 330 144; გასვლა - 318 966.
ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე ამავე პერიოდში დაფიქსირებულია 213 100 შემოსვლის ფაქტი, ხოლო 255 357 -გასვლის. რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, 2022 წლის აგვისტოში, 177 677 მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება, ხოლო გავიდა 197 259 პირი.
უფრო კონკრეტულად, უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოში უცხოეთის 844 262 მოქალაქე შემოვიდა, აქედან, 24-საათზე მეტი ხნით ქვეყანაში 539 608 მოქალაქე დაყოვნდა; ასევე განხორციელდა 174 358 ტრანზიტი.
შსს-ს ცნობით, კვეთების რაოდენობის მიხედვით (შემოსვლა) ქვეყნების პირველი ექვსეულს რუსეთი, სომხეთი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი და ბელარუსი იკავებს. კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა 260 810 პირი, მაშინ, როდესაც 2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში რუსეთის 45 355 მოქალაქის ვიზიტი განხორციელდა. შსს-ს მონაცემებით, პროცენტული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475%-ით არის გაზრდილი.
რუსეთის შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე მეტი მოქალაქე, 2022 წლის აგვისტოში, სომხეთიდან შემოვიდა კერძოდ, 178 483 პირი.
ავტორი: ნიუპრესი