|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა - სახალხო დამცველი

 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად,  პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა და რეაგირება, რაც 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობით დასტურდება.

„პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებუი რეაგირება. ამგვარი კომპლექსური რეაგირების არარსებობამ, შესაძლოა, ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯის მკვლელობით.

სამწუხაროდ, 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას პრევენციის მიმართულებით - დამოკიდებულებების გარდასაქმნელად, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად. წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები. 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა