|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ ეხმიანებიან ქუთაისელი მოქალაქეები ჩინური ავტობუსების შეძენის პერსპექტივას

ქუთაისის მერია მუნიციპალური ავტოპარკის განახლებას ჩინიური ავტობუსებით გეგმავს.

„ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მოადგილეებთან და მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, ჩინური კომპანიის „იუტონგის“ წარმომადგენლებს შეხვდა. „იუტონგი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ავტობუსების წარმოების მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და ჩინურ კომპანიას შორის მომავალი თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, ქალაქის მუნიციპალური ავტოპარკის განახლების თაობაზე", - წერია ქუთაისის მერიის ფბ გვერდზე.

ქალაქის მერიის ფეისბუკ გვერდზე განთავსებულ ამ ინფორმაციას მოქალაქეები ეხმიანებიან. მათი ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს ევროპულის ნაცვლად ჩინურ ავტობუსებზე არჩევანის გაკეთების გამო. 

მოქალაქეების ნაწილი კი ქალაქში მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურაზე მიუთითებს. ნაწილი კი ქალაქის იერ-სახესა და ნაცრისფერი ფასადების შესახებ წერს. 

„ეს ჩინური ბარახლოები ხო ვერ მოვიშორეთ. გზებს მიხედეთ ჯობია ჯერ. კორპუსები წყალში ვდგევართ და პატრონი არ გვყავს სანამ თავზე არ დაგვენგრევა ბინა", - წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა