|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელი იქნება.

მთავრობის წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, წამლების ღირებულებას საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს. 

პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. 

„ისტორიული გადაწყვეტილება რაც არის, ეს ეხება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრას. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს აქტიურად დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება ელექტრონული რეცეპტებით, ასევე გავხსენით თურქეთის ბაზარი, რომლითაც ჩვენი დღევანდელი გათვლებით, დაახლოებით 100 მლნ ლარის დაზოგვა მოახერხა ჩვენმა მოსახლეობამ იქედან შემოტანილი მედიკამენტების ხარჯზე. ახლა უკვე შემდეგი ეტაპი, რაც იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში, (მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული და შემდეგ გაიგზავნება პარლამენტში წამლის კანონში შესატანი ცვლილება) ეს ეხება რეფერენტული ფასების დადგენას. სამინისტროზე იქნება დელეგირება რეფერენტული ქვეყნების განსაზღვრის და ფასების დადგენის პრინციპის. ჩვენი საპროგნოზო გათვლებით, ეს 40%-ით კიდევ უფრო გაიაფებს მედიკამენტებს. პირველ ეტაპზე, იანვრიდან ეს შეეხება მხოლოდ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს, რომელიც დღეს დაახლოებით 1 100 დასახელების არის. მედიკამენტების ბაზარი რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით 20 მლნ ლარის მედიკამენტებს შეეხება ეს რეგულაცია იანვრიდან. შემდეგი ეტაპი იქნება ყველა დარჩენილ სარეცეპტო მადიკამენტებზე გავრცელება, ვფიქრობთ, რომ ეს მეორე კვარტლიდან იქნება, შემდეგ კი ყველა მედიკამენტზე გავრცელდება. მომდევნო წლის ბოლომდე მაქსიმალურად გამჭვირვალე ზედა ზღვარი გვექნება დაწესებული მედიკამენტებზე რეფერენტული ქვეყნების მიხედვით და გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა