სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თურქეთში 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

26 ივლისი, 2015 • ნიუპრესი • 1

თურქეთში 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულები. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აჰმათ დავუთოღლუმ განაცხადა.
“ამ დროისთვის, ოპერაციის მსვლელობისას, რომელიც ქვეყნის 22 პროვინციაში ტარდება, 600-მდე ადამიანია დაკავებული, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში და პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
ქვეყნის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, პარასკევს თურქეთის უსაფრთხოების ორგანოებმა “ისლამური სახელმწიფოს” ქურთთა მუშათა პარტიისა და რევოლუციური სახალხო-განმათავისუფლებელი პარტიის – ფრონტის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.

თეგები: თურქეთიტერორიზმიუცხოეთიქურთი