სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტრენინგი – “ქალთა გაძლიერება ბიზნესში”

26 ივლისი, 2015 • ნიუპრესი • 1

ტრენინგი – “ქალთა გაძლიერება ბიზნესში”

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის პროექტის “მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) მხარდაჭერით იწყებს პროგრამას: “ქალთა გაძლიერება ბიზნესში”. პროგრამის ფარგლებში იწყება მონაწილეების შერჩევა ტრენინგებისთვის, რომელთა მიზანია ბიზნესში ქალთა აქტივობის და შესაძლებლობების გაზრდა.
მონაწილეები შეირჩევა შევსებული აპლიკაციების საფუძველზე.

მონაწილეობის პირობები: მონაწილეობა შეუძლიათ ქალებს, მოქმედ მეწარმეებს ან ბიზნესის დაწყების მსურველებს; არ არის შეზღუდული ბიზნესის ტიპი ან სექტორი.
ტრენინგში მონაწილეობა, მენტორინგში, სასწავლო ვიზიტებსა და საჯარო სექტორთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის წინაპირობაა.

ტრენინგები ჩატარდება ქ. თბილისში ორ ეტაპად:

1. ბიზნეს ტრენინგი – აგვისტოში – ხანგრძლივობა (4 დღე)
2. ადვოკატირების ტრენინგი – ოქტომბერში – ხანგრძლივობა (3 დღე).

ტრენინგში მონაწილეობის ხარჯები ანაზღაურდება პროექტის http://www.economists.ge/ka/news/141-qalta-gadzliereba-biznesshi ფარგლებში.
ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაციის ფორმა და შევსებული აპლიკაციის ელექტრონული ვერსია გამოაგზავნონ ელ-ფოსტით მისამართზე: keti@economists.ge 2015 წლის 1 აგვისტომდე.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ მეილზე.
პროგრამა დაფინანსებულია G4G-ის მიერ, რომელიც USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებს “დელოიტ კონსალტინგი”. G4G მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.

თეგები: ბიზნესიკონკურსი / ანონსიტრენინგიქალები