საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისის აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.
კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბუკიას ქუჩაზე ცენტრალური მაგისტრალია დაზიანებული.
“დაზიანებულია ბუკიას ქუჩაზე 1200 მმ წყლის მაგისტრალი, ხვალ დაიწყება აღდგენითი – სარეაბილიტაციო სამუშაოები. წყალმომარაგება 22 აპრილიდან ეტაპობრივად აღდგება”.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობას გამაფრთხილებელი შეტყობინენები უკვე დაეგზავნა.