რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიები საქართველოს ქალთა მშვილდოსნობის ნაკრების წევრებმა მოიპოვეს. ისინი კოპენჰაგენში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ. მშვილდოსნები ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე და ქრისტინე ესებუა ბრძოლას მედლებისთვის აგრძელებენ. კოპენჰაგენში 26 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით მშვილდოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს გუნდს თამაზ ფუტკარაძე და დავით ლეკვეიშვილი წვრთნიან. ერთერთი მსროლელი ხათუნა ნარიმანიძე მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტია.
მშვილდოსნებმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიები მოიპოვეს
28 ივლისი, 2015 • ანა ჯიქია • 1
თეგები: მშვილდოსნები • საქართველო • სპორტი • ქალთა ნაკრები
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები