სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ფსიქიკური ჯანმრთელობა და მედია გაშუქება”

30 მარტი, 2019 • ნიუპრესი • 1

“ფსიქიკური ჯანმრთელობა და მედია გაშუქება”

ქუთაისში ტრენინგი – „ფსიქიკური ჯანმრთელობა და მედია გაშუქება“ გაიმართა. ტრენინგს მედიის წარმომადგენლები და აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ტრენერმა, ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა ტრენინგზე ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები, საერთაშორისო სტანდარტები, ტრავმისა და ჟურნალიზმის დარტ ცენტრის სახელმძღვანელო პრინციპები განიხილა. ტრენინგის მონაწილეებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალისტის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის – „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ ფარგლებში. პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ პარტნიორებთან ერთად: „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი“.

თეგები: საზოგადოება