სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჩინეთში აფეთქებას 112 ადამიანი ემსხვერპლა

16 აგვისტო, 2015 • ანა ჯიქია • 1

ჩინეთში აფეთქებას 112 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში მომხდარ აფეთქებათა სერიას 112 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 700-მდე ადამიანი, ხოლო 85 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. შემთხვევა სამრეწველო პორტ ტიანცზინში მოხდა. ექიმები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. ხელისუფლებამ აფეთქების ეპიცენტრიდან 3 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა. აფეთქების შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ზუსტი მოცულობა ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ის რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აჭარბებს. დამწვარია პორტში საექსპორტოდ გამზადებული ავტომობილებიც.
ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინ პინის თქმით, ინდუსტრიულ ზონებში უსაფრთხოების ზომები აუცილებლად უნდა გამკაცრდეს.

თეგები: აფეთქებაუცხოეთიჩინეთიხანძარი