ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„Miss Planet 2015“ მსოფლიო ფინალი საქართველოში ჩატარდება

16 აგვისტო, 2015 • ანა ჯიქია • 1

„Miss Planet 2015“ მსოფლიო ფინალი საქართველოში ჩატარდება

სილამაზის კონკურსის, „Miss Planet 2015“ მსოფლიო ფინალი საქართველოში ჩატარდება. პლანეტის ულამაზესი გოგონები თავს თბილისში მოიყრიან. 35 ქვეყნის გამარჯვებული კონკუსტანტი, დელეგაციის თანხლებით, 6 -დან 13 სექტემბრის ჩათვლით ესტუმრება საქართველოს. “Miss Planet 2015” მსოფლიო ფინალი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 12 სექტემბერს 20 საათზე გაიმართება. 7 სექტემბერს კი, 20:00 სთ-ზე სასტუმრო “რედისონში” მოეწყობა “MISS PLANET 2015″-ის მსოფლიო ფინალის პირველი ტური (ნაციონალური კოსტიუმები, საცურაო კოსტიუმები), მაყურებლის სიმპატიის ნომინაციის გამოსავლენად. საქართველოს სილამაზის კონკურს „მის პლანეტა 2015“-ზე თიკო ბაბლუანი წარადგენს.

კონკურსზე დასასწრები ბილეთების შეძენა “Biletebi.ge”-ზეა შესაძლებელი.

თეგები: კონკურსიკულტურამის პლანეტა