ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გასულ წელს ემიგრაციაში დაახლოებით 100 000 ადამიანი წავიდა

30 აპრილი, 2019 • ნიუპრესი • 1

გასულ წელს ემიგრაციაში დაახლოებით 100 000 ადამიანი წავიდა

2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 კაცით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 5.9 პროცენტით არის ასევე გაზრდილი იმიგრანტების რიცხოვნობა და მან 88 152 კაცი შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ემიგრანტების 86.6 პროცენტი და იმიგრანტების 84.5 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

თეგები: ემიგრაცია