სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ქვეითად მოსიარულე ორ ქალს ავტომობილი დაეჯახა

30 აპრილი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ქვეითად მოსიარულე ორ ქალს ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ირაკლი აბაშიძის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ორ ქალს დაეჯახა. ადგილზე საპატრულო და სამედიცინო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ. დაშავებულები საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“მანქანა მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა, მაგრამ წესები ქვეითად მოსიარულეებმა დაარღვიეს, ზებრა გადასასვლელზე არ გადადიოდნენ,”–აცხადებს ფაქტის თვითმხილველი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

თეგები: ავტოსაგზაო შემთხვევა