ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

1-4 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

1 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

1-4 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-2 მაისს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

3-4 მაისს შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 მაისს +26, +28 გრადუსი იქნება.

თეგები: ამინდი