საქართველოს უმეტეს რეგიონში, მათ შორის ქუთაისში, სადაც ქალაქის დღესასწაული აღინიშნება, ერთი საათით ელექტროენერგია გაითიშა.
გათიშვის მიზეზად ენერგოსისტემაში მომხდარი ავარია სახელდება. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ავარიის მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება.
ქუთაისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო “ეშმაკის ბორბალზე” ბავშვები დარჩნენ