ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რიკოთის გვირაბში, 7-9 მაისს გარკვეულ საათებში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

6 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

რიკოთის გვირაბში,  7-9 მაისს გარკვეულ საათებში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში, 7-9 მაისს, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
კერძოდ:
• 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.

თეგები: გვირაბი