ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

9 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქუთაისში. ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა, ვეტერანებთან ერთად 9 მაისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ვეტერანები, რომლებმაც მემორიალთან მისვლა ვერ შეძლეს, ქალაქის პირველმა პირებმა ოჯახებში მოინახულეს. ქუთაისში სულ 16 ვეტერანია, რომლებსაც ქალაქის მერია 1000 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას გაუწევს.

“დღეს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავს. 9 მაისი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენმა წინაპრებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ომის სიმწარეც და ამ გამარჯვებით მიღებული მშვიდობის ყადრი. სწორედ ამიტომაც ყოველ 9 მაისს ჩვენ დიდი პატივით ვეგებებით ომის ვეტერანებს და ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ვულოცავთ. აქვე პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. ამასთან ჩვენ ტრადიციულად ფინანსურ დახმარებას გავუწევთ ომის მონაწილეებს და მათ ოჯახებს”, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ფაშიზმის დამარცხებიდან 74 წელი გავიდა.

თეგები: გამარვება