|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

21-22 ივლისს ქუთაისში ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება

ორი დღის განმავლობაში ქუთაისი ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს.  
ფესტივალის პირველ დღეს მსმენელის წინაშე მირიან ებანოიძე, შოთა იათაშვილი, დავით ბარბაქაძე, შალვა ბაკურაძე და დავით ჩიხლაძე წარსდგებიან.
 
მეორე დღეს კი ფესტივალს გიორგი შონია, თორნიკე ხურციძე და ფესტივალის ორგანიზატორი პაპუნა გიორგაძე დახურავენ.
 
 როგორც ფესტივალის ორგანიზატორი აღნიშნავს, მსმენელი ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა წარმოდგენასაც იხილავს.
 
 
"დიდი ხანია ამ ფესტივალის იდეა არსებობს, ჩემი ინიციატივითა და რამდენიმე ადამიანის დახმარებით ფესტივალი 21-22 ივლისს გაიმართება. ჩემი მთავარი სამიზნე ის მსმენელია, რომელიც ამბობს, რომ ქალაქში არაფერი ხდება. ფესტივალზე თითქმის ყველა ავტორი საკუთარ პერფორმანსს შემოგვთავაზებს და დარწმუნებული ვარ, ორი დაუვიწყარი საღამო გველოდება"-განაცხადა გიორგაძემ.
 
 
ლიტერატურული ფესტივალი ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში, 21-22 ივლისს 18:00 სთზე გაიმართება.
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი