|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მემორიალზე გაკეთებული სადაო წარწერა წაშალეს

წაშალეს ის საშინელი წარწერა - წერს სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მემორიალზე გაკეთებული წარწერის შესახებ, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
 მოქალაქეების განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის მემორიალზე „8 აგვისტოს ომის მემორიალი“ დააწერეს, რაც რუსული პროპაგანდის ხაზის გაგრძელებაა.  
„წაშალეს ის საშინელი წარწერა.. თუმცა, ვფიქრობ არ იყო ეს უბრალოდ შეცდომა, ეს იყო ტესტი ქართველი ხალხისთვის, თუ რა რეაქცია ექნებოდათ ამ ახალ ფრაზაზე, ომს დაარქვეს სახელი და უწოდეს "8 აგვისტოს ომის". (აქამდე ასეთი ფრაზა არსად გაჟღერებულა)
რატომ არ უწოდეს "9 აგვისტოს ომი" ან "12 აგვისტოს ომი"? მნიშვნელოვანია რომ რუსული პროპაგანდის მთავარი ხაზი გადის "ქართველებმა დაიწყეს ომი 8 აგვისტოს" , ამას საეჭვდოდ ემთხვევა ეს ჩვენი "8 აგვისტოს ომი", - წერს მიშიკო მუმლაძე.
 
 
ცნობისთვის, აღნიშნულის გაპროტესტებას მოქალაქეები დღეს ქუთაისში, 19:00 საათზე, გმირთა მემორიალთან  გეგმავდნენ. მათი მოთხოვნაა, მემორიალზე სრულყოფილად დაიწეროს, რომ ქართველი სამხედროები ოკუპანტთან წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა