|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

21 ივნისს მზებუდობაა - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს?

21 ივნისს – წელიწადის ყველაზე გრძელ დღეს და ყველაზე მოკლე ღამეს – მზებუდობას აღვნიშნავთ. ასტრონომიულად ამ დღეს იწყება ზაფხული. წელს ეს დღე მზარდი მთვარის პერიოდში, სავსემთვარეობამდე რამდენიმე დღით ადრე დგება (სავსემთვარეობას ველოდებით 24 ივნისს).

მთვარე ამ თვეშიც კვლავ ახლოსაა დედამიწასთან და მისი გავლენაც მაქსიმალურად იგრძნობა. გარშემო მყოფებს აღენიშნებათ: ემოციურობა, ბუტიაობა, ბავშვური ჯიუტობა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს, არ იჩხუბოთ და იყვიროთ.

პოზიტიური განწყობა რომ მიიზიდოთ, ჩაიცვით ყვითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი სამოსი. გაუმასპინძლდით მეგობრებს გემრიელობებით, თუ გსურთ, ბარაქა მოიზიდოთ, რაფაზე დადეთ საფულე, მთელი დღით დაიმუხტოს მზის ენერგიით. ბედნიერების მოსაპოვებლად, მზის ენერგიით დამუხტეთ თილისმა, ოქროს სამკაული.

ყოველ წელს, როცა მზე კირჩხიბის პირველ გრადუსში გადადის, ზაფხულის მზებუდობა დგება, წელს ეს მოვლენა 7:32-ზე დაიწყება. მთვარე ამ დღეს მორიელის ნიშანში იქნება, აქტიური წყლის სტიქია. იმატებს ინტუიცია, ადამიანებს უადვილდებათ დაფარულისა და საიდუმლოს ამოხსნა. მორიელს ვერავინ მოატყუებს. თუმცა, ემოციურობაც პიკზეა და ადამიანებს მისი მოთოკვა გაუჭირდებათ. მოერიდეთ ახლობლებისთვის გულისტკენას, სარკასტულ ხუმრობას. არ მიიღოთ მათრობელა საშუალებები.

ძველად, ზაფხულის მზებუდობაზე აგროვებდნენ სასარგებლო, სამკურნალო მცენარეებს, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი მაქსიმალურად სავსენი იყვნენ დადებითი ენერგიით. ამ დღეს წყლით მოწმინდეთ იატაკი, გაწმინდეთ ფანჯრები, რათა მზის ენერგია უწყვეტად შემოვიდეს თქვენს ბინაში.

გირჩევთ, მზის ამოსვლას მიეგებოთ (მზე ამ დღეს 5:46-ზე ამოვა). შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილი, ჩამოწეროთ სამომავლო მიზნები. ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და სიყვარული უსურვეთ საკუთარ თავს და ახლობლებს. იყავით სამყაროს მადლიერი, იმისთვის, რაც გაქვთ. ამ დღეს კარგი იქნება წყლის პროცედურები.

21 ივნისს მზეც და მთვარეც წყლის ნიშნებში – კირჩხიბსა და მორიელშია. ასტროლოგიაში კირჩხიბი ჩვენს ფესვებს, წინაპრებს, მშობლებს და მათდამი ჩვენს დამოკიდებულებას აღნიშნავს. ნუ გაკიცხავთ მშობლებს, პირიქით, იყავით მათი მადლიერი. აპატიეთ, თუ მათზე ნაწყენი ხართ. მოეფერეთ, გაანებივრეთ ტკბილი სიტყვით. იზრუნეთ, ოჯახში ჰარმონიის შექმნაზე, თუ საჭიროა, დაიწყეთ სახლის შელამაზება, რემონტი. აღადგინეთ ოჯახური ტრადიცია. მთვარე მორიელში მოგვიწოდებს, ვიმუშაოთ, საკუთარ თავთან, შეიძლება საჭირო გახდეს შინაგანი ტრანსფორმაცია.

ასტროლოგიური კონფიგურაციის გათვალისწინებით მოგინდებათ ფინანსური კეთილდღეობა, პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესება. ეცადეთ, ფული პატიოსანი გზით გამოიმუშაოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ხელოვნებასთან კავშირი. ნუ დაძაბავთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას, არ გირჩევთ, მის კონტროლს, ეჭვიანობას. იყავით ჰარმონიული, ისწავლეთ უსიამოვნებების კონფლიქტის გარეშე, დიპლომატიურად მოგვარება.

intermedia.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა