|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ისტორიაში პირველად გრენლანდიაზე გაწვიმდა

მსოფლიოს უდიდეს კუნძულ გრენლანდიაზე 14 აგვისტოს წვიმა წამოვიდა და 13 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. წვიმა დაფიქსირდა ყინულის საფარის ყველაზე მაღალ წერტილზე, ზღვის დონიდან 3,216 მეტრზე. წვიმის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გამყინავ ზღვარს ზემოთ იყო, იტყობინება ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადგური.

"თითქმის მთელი დღე წვიმდა. მსგავსი რამ პირველად დავაფიქსირეთ", — აცხადებს Washington Post-ს დოქტორი ზოი კურვილი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულში ეს გრენლანდიაზე ტემპერატურის გამყინავ ზღვარს მაღლა ასვლის მესამე შემთხვევაა. თუმცა, ამჯერად სითბომ რეკორდულად დიდხანს გასტანა, რამაც საბოლოოდ წვიმა გამოიწვია.

საგანგაშო სიტუაციას ქმნის ის, რომ წვიმამ ყინულის დნობა გამოიწვია.

"2021 წლის 15 აგვისტოს ყინულის ზედაპირის დაკარგული მასა შვიდჯერ აღემატებოდა აგვისტოს შუა რიცხვების შემცირებას“, — ამბობენ მეცნიერები.

ცნობისთვის, კლიმატის კრიზისმა ასეთი განსაკუთრებული მოვლენები უკვე ჩვეულებრივი გახადა. მთელი დედამიწის ფარგლებში, მხოლოდ ამ ზაფხულს, მსგავსი ანომალიური შემთხვევა ბევრი იყო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა