|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

21 სექტემბერს ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღე აღინიშნება

 ტერიტორიული თავდაცვის  ბრიგადების დაარსების დღის აღსანიშნ ღონისძიებას რომელიც მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ბაზაზე გაიმართ, თვდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებსა და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებს იუბილე მიულოცა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, ტერიტორიული რეზერვი ეროვნული გვარდიის პრიორიტეტული მიმართულებაა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სიტყვით გამოსვლისას, ეროვნულ გვარდიაში განხორციელებულ რეფორმებსა და სარეზერვო სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორ

საზეიმო ცერემონიალზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საშტატო იარაღებით, სამკერდე ნიშნებით, მადლობის სიგელებითა და უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“ დააჯილდოვეს. ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების ოფიციალური წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და თელავის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა