ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

5 ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრი

22 აგვისტო, 2015 • ანა ჯიქია • 1

5 ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრი

სქელტანიანი ნაწარმოებები ბევრს აფრთხობს. ეს სტატია მათთვისაა. ვისაც ლიტერატურა უყვრას, განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც სქელტანიანი წიგნების”ეშინია”. 5 ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრი.

სიაში მეხუთე ადგილს მოხუცი ფრანგი ქალის ნაშრომი იკავებს. მან ყველაზე მოკლე ავტობიოგრაფიების კონკურსში გაიმარჯვა. ავტობიოგრაფიას ჰქვია:”ადრე მე მქონდა სწორი სახე და დაჭმუჭნული კაბა, ახლა პირიქით”.

მეოთხე ადგილი: ინგლისელებმა მოაწყვეს ყველაზე მოკლე მოთხრობის კონკურსი, მაგრამ კონკურსის პირობების იხედვით, მოთხრობაში მოხსენიებული უნდა ყოფილიყო ღმერთი, დედოფალი, სექსი და საიდუმლო. პირველი ადგილი მიანიჭეს ასეთი მოთხრობის ავტორს: “ო ღმერთო, – დაიყვირა დედოფლმა – მე ფეხმძიმედ ვარ და არ ვიცი ვისგან!”

მესამე ადგილი: ო, ჰენრი – გაიმარჯვა მოკლე მოთხრობების კონკურსში. მის მოთხრობას აქვს ნაწარმოების შემადგენლობის ყველა კომპონენტი – კვანძი, კულმინაცი და კვანძის გახსნა” მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა და დაიხარა ბენზოავზთან, რომ ენახა რამდენი ბენზინი დარჩა. გარდაცვლილი იყო 23 წლის.

მეორე ადგილი: ფრედერიკ ბრაუნმა შექმნა ყველაზე მოკლე საშინელი ისტორია: “დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანი იჯდა ოთახში. კარზე დააკაკუნეს…”

სიის სათავეშია ჰემინგუეი – ის დანაძლევდა, რომ დაწერდა მოთხრობას, რომელიც იქნებოდა მხოლოდ 4 სიტყვისაგან შედგენილი და შეძლებდა ნებისმიერ მკითხველი მოზიდვას. მან სანაძლეო მოიგო:” იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. უხმარი”

თეგები: კულტურალიტერატურამოკლე მოთხრობებიჰემინგუეი