სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

26 მაისს ქუთაისში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება

25 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

26 მაისს ქუთაისში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება

26 მაისის ღონისძიებებს ქუთაისში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმასპინძლებს. დღესასწაულის ფარგლებში მრავალფეროვანი პროგრამაა დაგეგმილი.

ცისფერყანწელების ქუჩაზე და “სიყვარულის პარკში” ღონისძიებები დილით 11:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ცისფერყანწელების ქუჩაზე მოწყობილ პავცილიონებში უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები თავიან პროგრამას წარმოადგენენ.

დაგეგმილია ასევე ღონისძიებები ბავშვებისათვის, კლასიკური მუსიკის კონცერტი, დღის ბოლოს გაიმართება გალა კონცერტი.

გთავაზობთ ღონისძიებების განრიგს:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია
  • STEM-ის მიმართულებით საუკუნის მიღწევების ჩვენება
  • გეოგრაფების კომპიუტერული თამაშები დრონის გამოყენებით
  • გეოგრაფიული ვიქტორინები
  • ზოომუზეუმის გამოფენა
  • მინერალოგიის მუზეუმის გამოფენა; ვირტუალური ტური
  • ბიოლოგების კუთხე
  • მხატვრების კუთხე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • სახალისო ექსპერიმენტები ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით
  • GAME LAB, სადაც მსურველებს ოკულუსების საშუალებით შესაძლებლობა ექნებათ ითამაშონ 3D რეალობის სხვადასხვა თამაშები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • FABLAB ATSU ნაკეთობების გამოფენა – ჰოლოგრამები/რობოტები
  • სახალისო ქიმიური ცდები,
  • გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებისა და ფარმაცევტული პრეპარატების ტექნოლოგიის ექპერიმენტები,
  • გამოფენა – მასტერ კლასი მედიცინის მიმართულებით
  • ინკლუზიურ განათლებაში ჩართული მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

  • ინტერაქტიული აქტივობები დამტავლიერებელთა ჩართულობით
  • სტომატოლოგიის მიმართულებით წარმოდგენილი იქნება ბურღის მანქანა და შესაბამისი აქტივობა მულაჟზე
  • აქტივობა – ,,წაირე შენი დნმ“
  • ინტერაქტიული ვიქტორინა, საჩუქრების გადაცემით

ბათუმის შოთა რუისთაველის სახელობის უნივერსიტეტი

  • სამეცნიერო ლიტერატურა-მონოგრაფიების გამოფენა
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა
  • სახალისო ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერიმენტები
  • ფიტოფატოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ნამუშევრების გამოფენა

ზურაბ ჟვანიას სკოლა

  • ჟვანიას სკოლის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები, აუდიოდისკები – „ისწავლე ქართული აუდიო გაკვეთილებით“
  • „კალიგრაფიის კონკურში“ მონაწილე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მსმენელთა მიერ შესრულებული ნაშრომების გამოფენა
  • ესეების კონკურსის „ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა“ გამარჯვებულთა ნამუშევრების გამოფენა
  • სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობასთან დაკავშირებული ვიეო რგოლის ჩვენება
  • ჟვანიას სკოლის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები 26 მაისთან დაკავშირებით ქართულ ენაზე ადგილზე შექმნიან თემატურ პოსტერებს, მისალოც ბარათებსა და სამახსოვრო სუვენირებს

11:00 – 18:00 პროფესიული კოლეჯების გამოფენა

პროფესიული კოლეჯი იკაროსი

  • თემატური ტორტი შოკოლადის და მარცეპანის დეკორით
  • ბარმენთა შოუ

პროფესიული კოლეჯი განთიადი

  • სამკერვალო ნაწარმის გამოფენა
  • დურგლისა და შემდუღებლის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა
  • ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებლის პროფესიული სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა
  • სტილისტის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების მასტერ კლასები

პროფესიული კოლეჯი ერქვანი

  • მინანქრის ნაკეთობებისა და იუველირის ნაკეთობების გამოფენა

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია

  • 3 და 2 განზომილებიანი გრაფიკის ნამუშევრების გამოფენა
  • მცირე მასტერკლასი 3 განზომილებიან გრაფიკაში

საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა”

  • ბარმენთა შოუ
  • მასტერკლასი სამზარეულოში
  • კონდიტერია – საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა

პროფესიული კოლეჯი ბლექსი

  • „ჩვენ ვსწავლობთ ჟესტურ ენას“ – ადგილზე ჟესტური ენის მასწავლებელი ასწავლის მსურველებს ფრაზებს, განხორცილდება ვიდეო ჩაწერა და გავრცელება სოციალურ ქსელში
  • კონდიტერია – ჩატარდება მასტერ კლასი
  • კერვის ხელოვნება – გამოიფინება სტუდენტების ნამუშევრები
  • ბარმენების მასტერ კლასი

პროფესიული კოლეჯი ლაკადა

  • სამკერვალო ნაწარმის გამოფენა
  • ფაბლაბის ლაბორატორიაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა

გლდანის პროფესიული მომზადები ცენტრი

  • ფაბ-ლაბის ნამუშევრების გამოფენა
  • ფაბ-ლაბის დამზადებული ფირფიცარზე დაბეჭდილი ფიგურების მოხატვა-გაფერადება
  • თექის ნამუშევრების გამოფენა
  • თიხით შექმნილი ფიგურების მოხატვა-გაფერადება
  • კომპიუტერული გრაფიკის ნამუშევრების გამოფენა
  • ტოპოგრაფის აღჭურვილობის მოსინჯვა
  • კონკურსი – BW -ს შიგა წვის ძრავის აწევა (ატაცი) წყვილში.

საზოგადოებრივი კოლეჯი “მერმისი”

  • სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა – (ხის მხატვრული დამუშავება, სტილისტი, ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, მემინანქრე, ელექტრიკოსი, თექის ოსტატი, დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი, მზარეული, კონდიტერი).
  • პროფესიული სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იქნება მასტერ კლასი სხვადასხვა პროფესიაში

პროფესიული კოლეჯი „კონსტრუქტ 2“

  • ელექტრო რკალური შედუღების სპეციალისტის ნამუშევრების გამოფენა
  • დურგალ მემონტაჟე და ზეინკალ სანტექნიკოსის ნამუშევრების გამოფენა
  • თაბაშირ მუყაოს სპეცილაისტი და მეფილე მომპირკეთებელი ადგილზე მოახდეს პროფესიის ცოდნის დემონსტრირებას
  • სახალისო ვიქტორინა დამტავლიერებლისათვის

11:00 – 16:30 სახალისო აქტივობები ბავშვებითვის

11:00 – კალიგრაფისტი, სტამბა, გმირები, საბავშვო აქტივობები აქტიურად იწყებენ სტუმრების მასპინძლობას.

12:00 – დრამერების შოუ , ოჩო ფეხებთან და ჯადოსნურ გმირებთან ერთად ( 20 წუთიანი) თეთრი ხიდიდან ცისფერყანწელების ქუჩის ჩათვლით

12:30 – გმირების შოუ ბავშვებისთვის

13:00 – სტამბის პერფორმანსი , ოთხი მსახიობაი დადგამს მე19-მე20 საუკუნის სტამბაში მუშაობის პროცესს ( 15 წუთი)

14:00 – დრამერების შოუ , ოჩო ფეხებთან და ჯადოსნურ გმირებთან ერთად ( 20 წუთიანი) თეთრი ხიდიდან ცისფერყანწელების ქუჩის ჩათვლით

15:00 – სტამბის პერფორმანსი

15:15 – გმირების შოუ ბავშვებისთვის

15:45 – მარიონეტების ჯაზ ბენდი ( 10 წუთი)

16:00 – დრამერების შოუ , ოჩო ფეხებთან და ჯადოსნურ გმირებთან ერთად ( 25 წუთიანი) თეთრი ხიდიდან ცისფერყანწელების ქუჩის ჩათვლით

16:30 – გმირების შოუ ბავშვებისთვის ( 25-30 წთ)

პარალელურად მთელი დღის განმავლობაში სკვერში დაგეგმილია აქტივობები:

11:00 დან – 18:00 მდე – 4 ოქროსფერი ძეგლი სტუმრებს სხვადასხვა აქტივობით გაართობს

11:00 დან – 18:00 მდე – თამაშობანას ექვსი თამაში

11:00 დან – 18:00 მდე – სახის მოხატვა

11:00 დან – 18:00 მდე – წყალზე ხატვის აქტივობა

11:00 დან – 18:00 მდე – შოუების შუალედებში ჯადოსნური გმირების აქტივობები ბავშვებთან

11:00 დან – 18:00 მდე – კალიგრაფისტების მასტერკლასი

11:00 დან – 18:00 მდე – ორი სარკიანი კაცი, სკვერში სტუმრებს ართობს

13:00 – 17:00 – საკონცერტო პროგრამა

სამინისტროს პროგრამა:

17:10 ქუთაისის სახელმწიფო კაპელა – საქართველოს ეროვნული ჰიმნი

19:00 – 23:00 – გალა კონცერტი

ქუთაისის სახელმწიფო კაპელა, აფხაზეთის კაპელა, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნუკრი კაპანაძე, სოფო ბათილაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი, გიორგი ცაგარელი, DJ KORDZ.

თეგები: 26 მაისი