ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2 ივნისს “არგონავტები” ვანში შევლენ

29 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

2 ივნისს “არგონავტები” ვანში შევლენ

“არგოს” მშენებლობა დასრულდა. სიმბოლურად აგებული გემი 2 ივლისს ფოთიდან ჭყვიშამდე მიცურდება და და “არგონავტიკის” ისტორიას გააცოცხლებს. “გემი არგო” მერვე მოწვევის დეპუტატმა, პროფესორმა ომარ ნიშნიანიძემ სტუდენტებთან ერთად ააგო.

2 ივნისს ვანში გემს არგონავტიკის გმირები დახვდებიან და საზეიმო მიღების შემდეგ “არგო” მუზეუმის ეზოში გადაინაცვლებს.

ომარ ნიშნიანიძის თქმით, ის “არგოს” ახალ სიცოცხლეს სძენს. ისტორიის პროფესორის თქმით, მისი მიზანია ქუთაისში „არგონავტიკის“ თემის გაცოცხლება და ტურიზმის განვითარება.

გემზე რამდენიმე თვე მუშაობდნენ.

“ქუთაისში “არგონავტიკის” თემა მთავარი უნდა იყოს” – ომარ ნიშნიანიძე “არგოთი” გაცურვას აპირებს

თეგები: არგო