ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“არ ვარ უფლებამოსილი, ნანა კოსტავას პარტია დავატოვებინო”-გიორგი ჭიღვარია

3 ივნისი, 2019 • ნიუპრესი • 1

“არ ვარ უფლებამოსილი, ნანა კოსტავას  პარტია დავატოვებინო”-გიორგი ჭიღვარია

“ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქალაქის მერი აცხადებს, რომ ნანა კოსტავას პარტიიდან გარიცხვა მისი პრეროგატივა არაა. როგორც გიორგი ჭიღვარია განმარტავს, კოსტავა “ქართული ოცნების” წევრი არაა.

“ნანა კოსტავა არ არის პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრი, შესაბამისად, აღნიშნული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი პირი, მას დაატოვებინოს პარტიის რიგები. ნანა კოსტავა გახლავთ ,,კონსერვატიული” პარტიის წარმომადგენელი. რაც შეეხება საკრებულოს წევრის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შინაარსს, კიდევ ერთხელ ვაცხადებ და ვადასტურებ, რომ ვემიჯნები აღნიშნულ განცხადებას. მიმაჩნია, რომ მსგავსი დამოკიდებულება არის არასწორი და მიუღებელია” , – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ნანა კოსტავა თავდაპირევლად “ქართულ ოცნებაში” ირიცხებიდა, მოგვიანებით ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით “კონსერვატორებში” გადავიდა.

თეგები: gio